Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 21–ე მუხლის მე–6 პუნქტისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2020 წლის 13 თებერვლის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საბაკალავრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ საფუძველზე გამოცემულ N:: 55/30 , N:: 56/30 ბრძანების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძის მიერ გამოცემული ბრძანების N 666/01-04, 26/08/2022 საფუძველზე, ვბრძანებ:

შეიქმნას 2021–2022  სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრში „სოციალური მუშაობის“ საბაკალავრო პროგრამაზე ნაშრომების დაცვის კომისია შემდეგი შემადგენლობით:

  • სალომე ნამიჭეიშვილი - ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
  • თამარ მახარაძე-ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
  • ნათელა ფარცხალაძე - მდივანი, ასოცირებული პროფესორი;
  • ნინო შატბერაშვილი-ასოცირებული პროფესორი;
  • ზურაბ ტატანაშვილი-მოწვეული პედაგოგი.

საბაკალავრო ნაშრომის დაცვა ჩატარდეს 7 სექტემბერს, 10:00, თსუ, I კორპ. აუდიტორია 318.

ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ  პირთათვის ბრძანების გაცნობა .

ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.